Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები – გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია (2025-2026 გაზაფხულის სემესტრი)

კონკურსში "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის ან/და მონაცემთა გადამოწმების შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა).  (იხილეთ სია).

დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2026 წლის  28 მაისის 12:00 სთ-მდე, ელ.ფოსტაზე: stipendiaeab@tsu.ge-ის მეშვეობით (გთხოვთ, მეილის თემაში მიუთითოთ "აპელაცია - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს".

 

გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსში - "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა (2-8 სემესტრი), რომელთაც წინა სემესტრის ქულათა საშუალო არითმეტიკული ჰქონდათ 91 ქულა და მეტი, ასევე აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

1.ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული;

2.ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულია და მასზე  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის თანახმად, გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

3. წინა სემესტრში შესრულებული აქვს მინიმუმ 30 კრედიტი;

 

სიაში მყოფ სტუდენტებს, ვისაც არ გამოუგზავნიათ პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტი, ვთხოვთ, დროულად გადმოაგზავნონ:  პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (PDF დოკუმენტი) და საბანკო რეკვიზიტი (PDF დოკუმენტი), პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: stipendiaeab@tsu.ge საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ ინტერნეტბანკიდან, ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის მობაილ-ბანკიდან.
სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ uni.tsu.ge-ს ბაზაში, სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში.


გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურ ნომერზე: 577799740 

გისურვებთ წარმატებას!

თარიღი: 23/05/2026